KAKHETIAN TRADITIONAL WINEMAKING - კომპანიის შესახებ
სიახლეები თიხის შესახებ გამოხმაურება

კომპანიის შესახებ


     კომპანიის წარმოშობა და ისტორია უკავშირდება ანთიმოზ ჩხაიძის სახელს, რომელმაც 1880-იან წლებში გურიის სოფელ ასკანაში ღვინის მარანი დააარსა, მან შეძლო კომერციული წარმატებისთვის მიეღწია, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ მის მიერ შექმნილი ღვინის სახეობები ცნობილი იყო არა მარტო საქართველოში, არამედ დასავლეთ ევროპაშიც, მათ შორის საფრანგეთში.

     სწორედ უძველეს საგვარეულო ტრადიციებზე დაყრდნობით 1998 წელს დაარსდა კომპანია “ასკანელი ძმები”. შემდგომში, ამ კოპმანიის წარმატებამ განაპირობა მეორე,  მისივე შვილობილი კომპანიის წარმოქმნა, რომელსაც დაარსებიდან დღემდე, მისი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე უძღვება.

     “კახური ტრადიციული მეღვინეობა”  დაარსდა 2001 წელს, ცენტრალური ოფისი მდებარეობს თბილისში. ფლობს ვენახებს კახეთის სხვადასხვა კუთხეში 45 ჰ. ქინძმარაულის ტერიტორიაზე, 25 ჰ. ენისელში, 40 ჰ. ჭაბუკიანში, 44 ჰ. ვაჩნაძეანში, 16 ჰ. ახაშენში, 10 ჰ. მანავში.

     კომპანია წარმოადგენს კახური მეღვინეობის საუკეთესო ტრადიციების გამგრძელებელს, რაც შერწყმულია ღვინის დამზადების თანამედროვე ტექნოლოგიებთან და წარმატებული მენეჯმენტის მეთოდებთან.

     იგი თანდათანობით ანახლებს თავის პროდუქციას,ანახლებს ტექნოლოგიებს, იღებს მონაწილეობას კონკურსებში და საქველმოქმედო, ქართული სულისკვეთებით აღსავსე პროექტებში.

     “კახური ტრადიციული მეღვინეობა” აწარმოებს როგორც, გეოგრაფიული ადგილწარმოშობის ქინძმარაული, ახაშენი, ხვანჭკარა, წინანდალი, მუკუზანი და სხვ. ასევე, საკოლექციო და სამარკო ღვინოს, როგორიცაა “ჩაკრულო”, “ყვარელის ველი” “კახური ტრადიციები” და კონიაკს რომელიც გაყიდვებით ლიდერობს უკარაინაში ბრენდით “ძველი კახეთი” “მეფე ერეკლე II” და “რუსთაველის პროსპექტი”. კომპანია კახური ტექნოლოგიებით აწარმოებს ქართულ ჭაჭას. ღვინო ისხმება, როგორც იტალიურ შუშის ბოთლში, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებულ თიხის სხვადასხვა მოცულობის ჭურჭელში. თიხის ჭურჭელი იძლევა უნიკალურ და სამკურანლო თვისებებს, აკეთილშობილებს ღვინის გემოვნურ თვისებას და ამავე დროს არის ეროვნული ხასიათის შესანიშნავი საჩუქარი. თითოეული მათგანი დამზადებულია ხელით და გააჩნია განსაკუთრებული დიზაინი, რომელსაც შეუძლია მოახდინოს შთაბეჭდილება, მანამ სანამ თქვენ დააგემოვნებთ ღვინოს.

თიხის ჭურჭლის დიზაინი ექსკლუზიურად იქმნება ჩვენი კომპანიისთვის.

     “კახური ტრადიციული მეღვინეობის” პროდუქციის რეალიზაციის არეალია: უკრაინა, ბელორუსია, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი, კანადა აშშ.

თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ და შეაფასოთ ჩვენს მიერ წარმოებული ღვინო

კეთილი სურვილებით
კახური ტრადიციული მეღვინეობა