პროდუქცია
ალაზნის ველი ; ალავერდი
თეთრი ნახევრადტკბილი ღვინო
დამზადებულია თეთრი ყურძნის ჯიშებისაგან –“რქაწითელი”, “მწვანე”, რომელიც გაშენებულია აღმოსავლეთ საქართველოში. ღვინო ღია ხორბლის ფერისაა. მას გააჩნია ჰარმონიული გემო და სასიამოვნო ელფერი.
მოცულობა: 0,75 ლ
"ალავერდი"

ცნება “ალავერდს” ქართულ ენაში რამოდენიმე მნიშვნელობა აქვს. ერთ-ერთი განმარტებით ეს არის წმინდა გიორგის სახელობის ძველებური კათედრალური ტაძარი, რომელიც შუა საუკუნეების საქართველოს ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლია. ის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტაძარია. ამ ტაძარში მდებარეობს კახეთის მეფეების აკლდამა.
ალაზნის ველი ; ალავერდი
ალაზნის ველი შემოდგომა

წითელი ნახევრადტკბილი ღვინო
წითელი ნახევრადტკბილი ღვინო იწარმოება 1977 წლიდან. დამზადებულია ყურძნის სხვადასხვა ჯიშებისგან– “საფერავი”, ალექსანდროული”, “მუჯურეთული”, “ოჯალეში, რომლებიც გაშენებულია აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში. ღვინო წითელი ფერისაა. მას გააჩნია ჰარმონიული და სასიამოვნო გემო.
მოცულობა: 1,10 ლ
"შემოდგომა"
ბოთლის დასახელება “შემოდგომა” ქართულად შემოდგომას ნიშნავს. დიზაინერებმა ბოთლზე ასახეს შემოდგომის პეიზაჟი ქართულ სოფელში. ამ დროს სოფლებში შეიძლება ვნახოთ თუ როგორ ხდება ყურძნის მოსავლის აღება და ოჯახებში ღვინის დამზადება.

ალაზნის ველი შემოდგომა
ალაზნის ველი კალათა

წითელი ნახევრადტკბილი ღვინო იწარმოება 1977 წლიდან. დამზადებულია ყურძნის სხვადასხვა ჯიშებისგან– “საფერავი”, ალექსანდროული”, “მუჯურეთული”, “ოჯალეში, რომლებიც გაშენებულია აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში. ღვინო წითელი ფერისაა. მას გააჩნია ჰარმონიული და სასიამოვნო გემო.
მოცულობა 0,75 ლ
"კალათა"
ბოთლის დასახელება “კალათა”. დიზაინერები შეეცადნენ ბოთლისთვის მიეცათ ფორმა, რომელიც სიმბოლურად თითქოსდა ვაზის ლერწმით შემოხვეულ ბოთლს მოგვაგონებს. ღვინოს ქართველი ერის ყოფაში, დღესასწაულებსა და წესჩვეულებებში მდიდარი მრავალსაუკუნოვანი ისტორია და ტრადიცია აქვს.

ალაზნის ველი კალათა
საფერავი , დოქი ახალი

ნატურალური მშრალი წითელი ღვინო იწარმოება 1886 წლიდან. მზადდება “საფერავის” ყურძნის ჯიშისაგან, კახეთის რეგიონში. ღვინოს გააჩნია სასიამოვნო სურნელება, ჰარმონიული გემო.
მოცულობა: 1,00 ლ
"დოქი ახალი"
ბოთლის დასახელება “დოქი ახალი”. დოქი ასეთი ფორმის ცხვირით გამოიყენება ქართულ ნადიმებზე ღვინის ჩამოსასხმელად. ღვინის გამოყენების შემდეგ თქვენ აუცილებლად სამახსოვროდ დაგრჩებათ ქართველი მეთუნუქეების დამზადებული ორიგინალური დოქი.

საფერავი , დოქი ახალი
ქინძმარაული ტაძარი
წითელი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო

ბუნებრივად ნახევრადტკბილი ნატურალური წითელი ღვინო იწარმოება 1942 წლიდან. იგი მზადდება “საფერავის” ყურძნის ჯიშისაგან, რომელიც გაშენებულია კახეთში ყვარლის რაიონში. “ქინძმარაულს” ახასიათებს განუმეორებელი ძლიერი სურნელი და ჰარმონიული ხავერდოვანი გემო.

მოცულობა: 1,50 ლ

"ტაძარი"
ბოთლის დასახელება “ტაძარი”. ღვინო გამოიყენება ბევრ ქრისტიანულ წეს-ჩვეულებაში. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ქრისტიანობა 337წ. მიიღო, როგორც სახელმწიფო რელიგია. ამ ღვინის ერთი ბოთლის დეგუსტაციისას თქვენ შეიგრძნობთ საქართველოს უძველეს კულტურას. ბოთლს აქვს ქართული ეთნოსით მხატრულად გაჯერებული ფორმა.
ქინძმარაული ტაძარი
მუკუზანი, დოინჯი

ნატურალური წითელი მშრალი სამარკო ღვინო იწარმოება 1888 წლიდან. მზადდება “საფერავისა” და “კაბერნეს” ყურძნის ჯიშისაგან” მუკუზნის მიკროზონაში. ღვინო ინახება მუხის კასრებში არანაკლებ სამი წლისა. ღვინოს აქვს მუქი ლალის ფერი, მკაფიოდ გამოხატული სურნელი და შესანიშნავი ჰარმონიული გემო.
მოცულობა 1,10 ლ

მუკუზანი, დოინჯი
4