პროდუქცია
“მზიური”
ყოველი სულდგმული ელოდება მზის გამოჩენას ცის კაბადონზე. მათ შორისაა ვაზიც. მზის მოტრფიალე და მისი შემყურე, იგი მისგან იღებს ენერგიას, ხოლო მიწიდან საკვებს და როგორც მშობელი, აწვდის ამ საკვებს ყურძნის მტევნებს. 
  მევენახემ კარგად იცის თუ რა უჭირს და რა ულხინს ვაზს. თუ მას წყალი დააკლდება გვალვისას, იგი მორწყავს ვენახს, მაგრამ თუ მზე დააკლდება, მას ვერაფერი შეცვლის, ამიტომაცაა ქართველი გლეხი ყოველ დილით, განსაკუთრებით შემოდგომაზე, ცას გახედავს სისხამ დილით და თუ მზიანი დღე დგება ღმერთს მადლობას სწირავს. შემოდგომის მზე ავსებს მტევნებს შაქრით და ენერგიით, რომელიც შემდეგ ღვინოში გადადის და ქვევრში ინახება. ოდითგანვე იცოდა ქართველმა კაცმა ღვინის ფასი. ავადმყოფობა იყო და ღვინო ქვევრში ეგულებოდა. ის იყო ხშირად სნეულის მშველელი. ჭირია და გულის გასაქარვებლად ისევ ღვინოს მიადგებოდა ქვევრში. ხოლო ლხინში, ქვევრში შენახულ ენერგიას რაღა სჯობს, გიათმაგდება ძალა და ხალისი, გავიწყდება ყოველივე უსიამოვნო და ბედნიერი და სიყვარულით აღსავსე ხდები. 
  შემოდგომაზე მზეს ყველა ვაზი ელოდება, სადაც არ უნდა იყოს განლაგებული ვენახი: მთის ფერდობზე, თუ გაშლილ ველზე. მაგრამ საქართველოში არის ღვთივკურთხეული ადგილი, რომელიც ოაზისურ პირობებს უქმნის ყურძენს. ესაა ალაზნის ველი! გადაშლილი უზარმაზარ ფართობზე (200 კვ.კმ), ველის შუაში მოედინება მდინარე ალაზანი, რომლიდანაც უძველესი დროიდანვე გაყვანილი იყო არხები ვენახების სარწყავად. ამ ველს, გარშემო ნაბადივით აკრავს კავკასიონის მთები და  იცავს ვენახებს ჩრდილოეთის სიცივეებიდან. ეს ველი პირდაპირ მზესაა მიფიცხებული. აქ მოყვანილი ყურძენი  იბრაწება მზეზე, ივსება და იტენება მზის ენერგიით. სწორედ ამიტომ, ამ ველს მზიურ ველსაც ეძახიან. 
  ალაზნის ველი – მზიური ველია და ღვინოც მზიური გამოდის. 
  არ გჯერათ? გასინჯეთ და თავად დარწმუნდებით.



“მზიური”
“სამზე”
ამ ჭურჭელში 3 ლიტრი ღვინო ჩადის. ერთი კაცისთვის ეს ნამდვილად ბევრია და ამიტომაც ჭურჭელს დაერქვა სამზე*, რადგანაც შიგთავსი სამზე უნდა გაიყოს ძმურად. სამი კაცი უკვე მთელი სუფრაა საქართველოში: თამადის არჩევაც შეიძლება, ალავერდის გადასვლაც, ქართული სიმღერის თქმაც და სხვა, და რაც მთავარია ჭურჭელში ასხია ზღაპრული ღვინო „ალაზნის ველი“. კახეთის დაბლობს შუაზე კვეთს მდინარე ალაზანი და მისი ნაპირები ერთ დიდ ველს წარმოადგენს, რომელიც  მთებითაა შემოზღუდული. მზეს მიფიცხებული ალაზნის ველი, თითქოს ღმერთს შეუქმნია საუცხოო ყურძნის მოსაყვანად და უმაღლესი ხარისხის ღვინის დასაყენებლად, რომელთა შორის „ალაზნის ველი“ ნამდვილ მარგალიტს წარმოადგენს.
არ გჯერათ? თავად გასინჯეთ!

*სამზე- ნიშნავს სამისთვის

“სამზე”
“დიოსკურია”
ჭურჭელ “დიოსკურიას” სახელი მომდინარეობს ბერძნული Dიოსკურას-დან, შავ ზღვაზე მდებარე უძველესი ქალაქის დასახელებიდან, რომელიც მდებარეობდა საქართველოს უძველესი მხარის-აფხაზეთის ტერიტორიაზე, ქალაქ სოხუმის ადგილას. 
  ძველი წელთაღრიცხვის VIII – VI საუკუნეში დასავლეთ საქართველოს შავიზღვისპირეთს დაეპატრონენ ჯერ ბერძნები, შემდეგ რომაელები, რომლებმაც გაავრცელეს თავიანთი კულტურა. მათ შემოიტანეს სხვადასხვა სარიტუალო ნივთები, თიხის ჭურჭელი, მოჭიქული თასები, ამფორები, რომლებიც მრავლადაა ნაპოვნი არქეოლოგიური გათხრების დროს აფხაზეთის ტერიტორიაზე და კოლხეთის ნაპირებთან ჩაძირულ გემებზე. აფხაზეთის ჰავა ზღვის და მაღალმთიანი ზონის ჰაერის უნიკალური ნაზავია, რომელიც ხელს უწყობს ხანგრძლივ სიცოცხლეს. აქ ჩვეული ამბავია 100 წელზე მეტი ხნის ადამიანების ნახვა. სწორედ ამიტომ ამ რეგიონით დიდი ხანია ინტერესდებიან მსოფლიო გერონტოლოგები.
  აფხაზეთის ჰავა და ნიადაგი ასევე ნაყოფიერია მევენახეობისა და მეღვინეობისათვის. როგორც ცნობილია ბერძნებს აფხაზეთიდან გაჰქონდათ ამფორებით წითელი ღვინო.
  ჭურჭელ დიოსკურიას ფორმა მოგვაგონებს ამ უძველეს ისტორიულ დროს. მისი დიზაინიც შექმნილია ძველ ბერძნულ-რომაულ სტილში  და მასში მოთავსებულია უმაღლესი ხარისხის სახელგანთქმული ქართული ბრენდი - ღვინო „ქინძმარაული“.

“დიოსკურია”
საფერავი, ვახტანგური

ნატურალური მშრალი წითელი ღვინო იწარმოება 1886 წლიდან. მზადდება “საფერავის” ყურძნის ჯიშისაგან, კახეთის რეგიონში. ღვინოს გააჩნია სასიამოვნო სურნელება, ჰარმონიული გემო.
მოცულობა 0,75 ლ
"ვახტანგური"
ბოთლის დასახელება ”ვახტანგური” ითარგმნება, როგორც - გადაჯვარედინებული თასები. ეს –გულითადობა, სტუმართმოყვარეობა, სითბო, მეგობრობა, ზუსტად ის ატმოსფეროა, რითაც ხვდებიან სტუმარს კავკასიაში. სწორედ ამის დასტურად, სადღეგრძელოს წარმოთქმის შემდეგ გადააჯვარედინებენ თასებს, სვამენ ღვინოს ბოლომდე და ერთმანეთისადმი პატივისცემის ნიშნად ერთმანეთს სიმბოლურად კოცნიან.

საფერავი, ვახტანგური
ქინძმარაული, დიოსკურია

ბუნებრივად ნახევრადტკბილი ნატურალური წითელი ღვინო იწარმოება 1942 წლიდან. იგი მზადდება “საფერავის” ყურძნის ჯიშისაგან, რომელიც გაშენებულია კახეთში ყვარლის რაიონში. “ქინძმარაულს” ახასიათებს განუმეორებელი ძლიერი სურნელი და ჰარმონიული ხავერდოვანი გემო.
მოცულობა: 2,00  ლ
"დიოსკურია"
ბოთლის დასახელება “დიოსკურია” ბერძნულად დიოსკურიას ნიშნავს შავი ზღვის პირას მდებარე ანტიკურ ქალაქს, რომელიც მდებარეობდა თანამედრობე სოხუმის ადგილზე. ქართული მიწა მდიდარია არქეოლოგიური მასალით. მსგავსი დიზაინის ბოთლები არაერთხელ აღმოუჩენიათ ძველი სამყაროს არქეოლოგიური გათხრებისას, შავი ზგვის ფსკერზე და ჩაძირული გემების ტრიუმებში. ბოთლის ფორმა გვეხმარება შევეხოთ კაცობრიობის საწყისებს. ბოთლის დიზაინი შესრულებულია ანტიკურ სტილში.


ქინძმარაული, დიოსკურია
ქინძმარაული
წითელი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო
ბუნებრივად ნახევრადტკბილი ნატურალური წითელი ღვინო იწარმოება 1942 წლიდან. იგი მზადდება “საფერავის” ყურძნის ჯიშისაგან, რომელიც გაშენებულია კახეთში ყვარლის რაიონში. “ქინძმარაულს” ახასიათებს განუმეორებელი ძლიერი სურნელი და ჰარმონიული ხავერდოვანი გემო.
მოცულობა 0,75 ლ
"თამადა"
ცნება თამადა ნიშნავს — ნადიმის წინამძღოლს.ეს ცნება ჩვენში საქართველოდან შემოვიდა, სადაც სიტყვა “თამადობა” ნადიმის წარმართვას ნიშნავს. შემთხევითი არ არის, რომ სიტყვა და თვითონ ცნება “თამადა” საქართველოში დაიბადა — ქვეყანაში, რომელიც განთქმულია სტუმარმოყვარეობით, სუფრით და სადღეგრძელოებით.
ქინძმარაული
3