პროდუქცია
თბილისის ლეგენდები
წითელი მშრალი  ღვინო "თბილისის ლეგენდები" დამზადებულია კახეთის რეგიონში, წარმოებული საფერავისა და მუსკატის  ყურძნის ჯიშებისაგან. აქვს ძოწის ფერი, ჰარმონიული და ხავერდოვანი გემო, გამოხატული ალუბლისა და შავი მოცხარის ტონები. 

მოხმარების ტემპერატურა:  +12-14 °C

საკვებთან შეხამება: ყველის ასორტი, მწვადი, სტეიკი, ღორის ნეკნები,  საქონლის ბიფშტექსი
თბილისის ლეგენდები
ფიროსმანი
წითელი  ნახევრად მშრალი  ღვინო. დამზადებულია კახეთის რეგიონში, წარმოებული საფერავისა და მუსკატის  ყურძნის ჯიშებისაგან. აქვს ძოწის ფერი, ჰარმონიული და ხავერდოვანი გემო. ღვინის ბუკეტში  გამოხატულია ალუბლისა და მწიფე ხილის ტონები.

მოხმარების ტემპერატურა:  +10-12 °C

საკვებთან შეხამება: ყველის ასორტი და ხორციანი კერძები
ფიროსმანი
ხვანჭკარა
ადგილწარმოშობის დასახელების, წითელი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო. დამზადებულია რაჭის რეგიონში, ზღვის დონიდან 450-750 მ-ზე არსებულ  ხვანჭკარის მიკროზონაში  დაკრეფილი ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ყურძნის ჯიშებისაგან. აქვს მკვეთრად გამოხატული ლალისფერი, მარწყვის, კენკრისა და მაყვლის არომატი, რბილი ხავერდოვანი გემო ხანგრძლივი დაბოლოებით.

მოხმარების ტემპერატურა:  +10-12 °C

საკვებთან შეხამება: სხვადასხვა სახის მსუბუქ ყველი, ხილი, ტკბილეული და  ჩაროზი
ხვანჭკარა
ქინძმარაული
ადგილწარმოშობის დასახელების, წითელი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო. დამზადებულია კახეთის რეგიონში 250-550 მ-ზე არსებულ ქინძმარაულის მიკროზონაში დაკრეფილი საფერავის ყურძნის ჯიშისაგან. აქვს მუქი ბროწეულის ფერი, გემოზე ჰარმონიული, სრული, ხავერდოვანი, დახვეწილი, სასიამოვნო სიტკბოთი, ხილის ტონებით და ჯიშური არომატით, მაყვლისა და შავი მოცხარის ტონებით. 

მოხმარების ტემპერატურა:  +10-12 °C

საკვებთან შეხამება: შემწვარი ხორცი, ყველი, ხილი, ხილის სალათები, ტკბილეული და  ჩაროზი
ქინძმარაული
ალაზნის ველი
წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო, დამზადებულია ღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში მოყვანილი წითელი ყურძნის ჯიშებისაგან: საფერავისაგან, ალექსანდროულისაგან მუჯურეთლისაგან  და ოჯალეშისაგან. აქვს მუქი ბროწეულის ფერი, მაყვლისა და ალუბლის ტონები, გემოში არის ხალისიანი, დაბალანსებული და ჰარმონიული ხანგრძლივი  დაბოლოებით. 

მოხმარების ტემპერატურა:  +10-12 °C

საკვებთან შეხამება: სხვადასხვა სახის მსუბუქ ყველი, ხილი, ხილის სალათები და  ჩაროზი
ალაზნის ველი
3