არგო 2014
2014.07.07
ა.წ. 29 ივნისს, "არგო 2014"-ის ფარგლებში, საქართველოს ტიმ სევერინი და არგონავტები ესტუმრნენ. ღონისძიება არგონავტების საქართველოში მოგზაურობიდან 30 წლის თავს მიეძღვნა. "არგო 2014"-ის ფარგლებში, 3 ივლისს, ღვინის ტური კახეთში, სოფ. პატარძეულში, კომპანია "კახური ტრადიციული მეღვინეობის" ახალ საწარმოში დაიწყო, რის შემდეგაც სტუმრებმა სიღნაღი მოინახულეს და საღამო 16:00 საათისთვის გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, კომპანიის საფირმო მარანში, "ველისციხის ვერანდაზე" გაგრძელდა.
ხოლო 4 ივლისს, 17:00-ზე არგონავტები ქ. მცხეთაში არესბულ "ქართული ღვინის პალატას" ესტუმრნენ.

იხილეთ გალერეა