პროდუქცია
კახური მუსკატი, 2012
წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო. დამზადებულია მუსკატის, უმაღლესი ხარისხის, ყურძნის ჯიშისაგან. ღვინო დაყენებულია ქართული მეღვინეობის, 8000 წლოვანი ტრადიციების დაცვით. აქვს მუქი ძოწის ფერი, სასიამოვნო  ვარდის, შავი მოცხარისა და ალუბლის არომატები, გემოში მკაფიოდ გამოხატული მწიფე ხილის ტონები და სასიამოვო სიტკბო. არის ჰარმონიული და დაბალანსებული, ხანგრძლივი დაბოლოებით. შესანიშნავად ეხამება ჩაროზს, ხილს, ხილის სალათებს და ჩირებს.

მოხმარების ტემპერატურა:  +10-12 °C

საკვებთან შეხამება:  ხილი, ხილის სალათები, ჩირები და ჩაროზი
კახური მუსკატი, 2012
თეთრი რისლინგი, 2012
თეთრი მშრალი მშრალი ღვინო. დამზადებულია რისლინგის ყურძნის ჯიშისაგან, ღვინო დაყენებულია ქართული მეღვინეობის, 8000 წლოვანი ტრადიციების დაცვით. აქვს ღია ჩალისფერი, გამოხატული მინდვრის ყვავილების, ციტრუსის, და ტროპიკული ხილის სასიამოვნო არომატები, გამოში შეიმჩნევა მცირედი სასიამოვნო სიმჟავე, რომელიც ღვინოს აძლევს სასიამოვნო სიხალისეს. არის ჰარმონიული და დაბალანსებული, ხანგრძლივი დაბოლოებით.

მოხმარების ტემპერატურა:  +8-10 °C

საკვებთან შეხამება:  თევზის კერძები,ზღვის პროდუქტები,  ყველის ასორტი და მსუბუქი სალათები
თეთრი რისლინგი, 2012
2