ქარხნები

ქარხნების შესახებ

„კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ფლობს 4 ულტრათანამედროვე ღვინის და ბრენდულ ქახნებს მთელ საქართველოში. ორი ქარხანა მდებარეობს კახეთში და ორი გურიაში/აჭარაში. ყველა ჩვენი ქარხანა აღჭურვილია უახლესი „Della Toffola“-ს მოწყობილობით, დაწყებული თერმორეგულაციით ღვინის ფილტრებით და უჟანგავი ფოლადის ავზებით დამთავრებული.

გარდა ღვინისა და ბრენდული ქარხნებისა ,„კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ“ დაასრულა ორი ხილის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა გურია/აჭარში ჩვენი ახალი ბრენდული სახელით -„ნენა“. „ნენა“ გვთავაზობს 100%-ით ნატურალური ქართული ხილისგან დამზადებულ ფართო ასორტიმენტის კომპოტებს, წვენებს, ჯემებს, თაფლს და კონსერვებს.

ჩვენი მთავარი ქარხნები მდებარეობს კახეთის ცენტრალურ ნაწილში, და აწარმოებს და ინახავს რა ჩვენი სამარკო ღვინოების უმეტეს ნაწილს, წარმოადგენს მთავარ დასაყდენს კომპანიისთვის. დღეის მდგომარეობით კომპანიას ჩამოსხმული აქვს 15 მილიონი ლიტრი.

კახეთის რეგიონი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში და წარმოადგენს ქართული მევენახეობის გულს, ხოლო გურია და აჭარა ფლობენ რა უნიკალურ იშვიათ ვაზის ჯიშებს მცირე რაოდენობით, არიან მეღვინეობის ერთგვარი „მძინარე გოლიათები“ დასავლეთიდან. ამიტომ „კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ“ გახსნა ორი ქარხანა გურიასა და აჭარაში, რომლებიც ორიენტირებული არიან უშუალოდ გურულ და აჭარულ ჯიშებზე. ჩვენი მიზანია ამ რეგიონში ავაღორძინოთ უძველესი გურული და აჭარული ყურძნის სახეობები, შევთავაზოთ ისინი კლიენტებს და ვაწარმოოთ დასავეთ საქართველოს ბრწყივალე ღვინოები. „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ასევე აშენებს „შატო ასკანას“ სოფელ ასაკანში, გურია, სადაც ჩვენი წინაპარი ანთიმოზ ჩხაიძე დაიბადა. შატო შემოგთავაზებთ სასტუმროს ოთახებს, რესტორანს, ტრადიციულ ღვინის სარდაფს და ლამაზ ხედებს გურიის მთებზე.

მეტი ქარხნების შესახებ

ადგილობრივი ღვინის წარმოების უამრავი ტექნოლოგია არსებობს საქართველოში და მათ შორის ყველაზე ცნობილია კახური. კახეთი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. უნიკალური კლიმატისა და ნიადაგის გამო კახეთი არის ღვინის წარმოების ლიდერი. ამიტომაც ღვინის წარმოება ფართოდ არის გავრცელებული და გამყარებული საუკუნებით. ღვინის ქვევრი თავსდება ნიადაგში. ის საუკეთესოა ღვინისთვის საჭირო ტემპერატურის შესანარჩუნებლად.

ღვინის ქვევრი ინახება ნიადაგში. ის საუკეთესოა ღვინის შესანახად და საჭირო ტემპერატურის შესანარჩუნებლად.

კომპანია სწავლობდა კახურ ტექნოლოგიებს თავისი არსებობის პირველივე ეტაპიდან. ის იცავს უძველეს ღვინის წარმოების ტრადიციებს და იყენებს თიხის ჭურჭელს ღვინის საუკეთესო ხარისხის შესანარჩუნებლად.

ეს არის პირველი კომპანია, რომელმაც გამოიტანა ტრადიციული ღვინო ბაზარზე მიმზიდველ და ღვინის დოქის ანალოგიურ სხვადასხვა ჭურჭელში. ეს მიგნება ძალიან წარმატებული გამოდგა.