მარნები

გურამიშვილის მარანი

კახური ტრადიციული მეღვინეობის კომპანიამ დაასრულა კიდევ ერთი პროექტი საგურამოში, მცხეთის რაიონში. კომპანიამ გამართა გრანდიოზული ცერემონია ახლად რესტავრირებული და რეკონსტრუირებული თადეოზ გურამიშვილის ისტორიული ღვინის მარნის გახსნასთან დაკავშირებით.

ქართული მეღვინეობა პირდაპირ უკავშირდება ქართველი ხალხის ისტორიას, კულტურასა და რელიგიას. წმინდა ნინოს მე-4 საუკუნეში საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად ჩამოსვლის დროს, ხელში ეკავა ვაზის ჯვარი, რომელზეც მისი თმა იყო შემოხვეული. უფრო მეტიც, ქართული კრეატიული ბუნება და ვაზის და ღვინისადმი განსაკუთრებული სიყვარული მკვეთრად გამოხატულია ქართულ ჩვევებში, არქიტექტურაში, ორნამენტებში, ლითონის კონსტრუქციებში, მხატვრობაში, პოეზიაში, სიმღერებსა და ხელოვნების სხვა სფეროში.

ქართული ღვინის განსაკუთრებულობას და უნიკალურობას განაპირობებს ბუნებრივი პირობები. საქართველოში შესაძლებელია ყველა ტიპის კლიმატის ნახვა. ამგვარი კლიმატური მრავალფეროვნება განპირობებულია ჩვენი ქვეყნის მდებარეობით - სუბტროპიკული და ზომიერი კლიმატური ზონის საზღვარზე. საქართველოში ვაზისთვის ნოყიერი ნიადაგია, კავკასიონის მთები აჩერებს ჩრდილოეთიდან ცივი ჰაერის მასების შემოსვლას, ხოლო შვი ზღვის ზეგავლენა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველო მიჩნეულია მევენახეობისა და მეღვინეობის სამშობლოდ და მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების ზონად. ისტორიით დასტურდება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებობდა დაახლოებით 500 ჯიშის ყურძენი. დღესდღეობით დარჩენლია 27 მათგანი, რომლებიც კვლავ ფართოდ გამოიყენება.

გარდა ამისა, მარნის გარშემორტყმულ ტერიტორიაზე მოწყობილი იყო მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ყურძნის გადასამუშავებელი ქარხანა, სადეგუსტაციო დარბაზი და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტი. ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ აქ ნახონ თადეოზ გურამიშვილის ღვინის მარნის ქართული კულტურული მემკვიდრეობის უძველესი ნივთები. ვიზიტორებს ასევე შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ქართულ კულტურას და დააგემოვნონ საუცხოო ქართული ღვინოები. გურამიშვილის და წმინდა ილია მართლის მარანი ტურისტული თვალსაზარისით წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს საქართველოში.

ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შემდეგ, ღვინის დაწურვა შეჩერებული იქნა ისტორიულ მარანში. კომუნისტებმა აღნიშნული ტერიტორია აქციეს ნაგავსაყრელად და ძროხების საძოვრებად. ძველი ისტორიული ჭურჭელი გაივსო მტვრითა და ნაგვით. კომპანია შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ დამსახურებით, ძველ ჭურჭელს კვლავ დაუბრუნდა თავისი ადრინდელი იერი და ფუნქცია. აღდგენილი ღვინის მარანი იძლევა უდიდეს შესაძლებლობას იმისთვის, რომ გაგრძელდეს ილია ჭავჭავაძის მარანში ღვინის დაწურვის უძველესი ტრადიცია. აღნიშნული პროექტების ძირითადი მიზანია წმინდა ილიას ცხოვრების და ნაკვალების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

გარდა ამისა, ოდესღაც ილია ჭავჭავაძის საკუთრებაში არსებული სავენახე მიწები სახელმწიფოს მიერ 49 წლით იჯარით გადაეცა KTW კომპანიას. ამ მიწებზე აღდგება და განვითარდება ძველი ქართული ყურძნის ჯიშები. მიწაზე უკვე დარგულია უიშვიათესი და მივიწყებული ძველი ქართული ყურძნის სახეობები და სათანადოდ არის აღჭურვილი თანამედროვე წყალმომარაგების სისტემით.

ქართული ღვინის პალატა (მცხეთა)

კომპანია კახური ტრადიციული მეღვინეობა ორგანიზებას უწევს ღვინის და კულინარიულ ტურებს ქალაქ მცხეთაში, სადაც საქართველოში პირველად გაიხსნა საქართველოს ღვინის პალატა, რომელსაც რამდენიმე დანიშნულება აქვს. საქართველოს ღვინის პალატა ოთხ სართულზეა განთავსებული.

მესამე სართულზე განთავსებულია ტერასა მცხეთისა და მთის წვერზე მდებარე ჯვრის მონასტრის, ასევე სამთავროს მონასტრის შთამბეჭდავი ხედით. საუკეთესო ღვინოების დაგემოვნების სიამოვნება თითოეული სტუმრისთვის დიდი ხნის განმავლობაში დაუვიწყარი იქნება.

მეორე სართულზე განთავსებულია რესტორანი ღვინის გურმანებისთვის, სადაც აქცენტი გაკეთდება ღვინის მოხმარების კულტურაზე და ტრადიციებზე. ამავე სართულზეა განთავსებული ქართული პურის საცხობი (თონე), სადაც შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ტრადიციული ქართული პურის „შოთისპური“ ცხობის პროცესს და გასინჯოთ ქართული ადგილობრივი მწვადი, ასევე გაეცნოთ ადგილობრივ სამზარეულოს და ქართული სუფრის ტრადიციებს, ეროვნული ცეკვების და ქართული ტრადიციული სიმღერების თანხლებით.

პირველ სართულზე განთავსებულია ღვინის პალატა. ჩვენი კომპანიის სომელიე და ღვინის ექსპერტი ჩაატარებს ღვინის დეგუსტაციის და მასტერ კლასებს; ასევე ტურისტებს ექნებათ შესაძლებლობა სრული ინფორმაცია მიიღონ იშვიათი და ტრადიციული ქართული ყურძნის სახესხვაობების და ღვინოების შესახებ.

სარდაფში განთავსებულია მირიან მეფის მარანი, მიწაში ჩაფლული ქვევრით, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი თვალით ნახონ ღვინის წარმოების კახური ტრადიციული მეთოდი, რომლის ისტორია 8000 წელს ითვლის, და პირდაპირ ქვევრიდან დააგემოვნონ ღვინო.

ველისციხის ვერანდა

ღვინის სარდაფი ეფუძნება უძველეს საოჯახო ტრადიციას და განთავსებულია კახეთის რეგიონში, 1500 წლიანი ისტორიის მქონე სოფელ ველისციხეში. აქ შეგიძლიათ გაეცნოთ ქართულ კულტურას და შეიგრძნოთ ნამდვილი ქართული სული.

თქვენს ყურადღებას მიიპყრობს

  • ღვინის დეგუსტაცია-სალონი შესაძლებელია ქვევრისაგან ღვინის დეგუსტაცია და ყიდვა "Old Kakheti" as in Glass bottle as well in Clay jars.

  • Liza Bebo's Rill with healing attributes

  • Mepuriaant Tone "Bread Bakery"

  • Wine Cellar "Old Kakheti"

  • Chacha veranda, "Zaoti"

  • Kakhetian Samtsvade

  • Satrapezo Veranda

  • Gallery

  • Samma

ჩვენ გთავაზობთ

In case of preliminary order we offer to taste the Georgian traditional dishes made by professional cook Mepuriaant Vano.

Degustation of Wine in clay jars, "Kvevri" made through kakhetian traditional technology.

Kakhetian bread baking with the traditional receipt of  Mepuriaant family

Degustation of wine and Georgian brandy stored in Oak Barrels.

Kakhetian Churchkela dip up.