"კახური ტრადიციული მეღვინეობა"
კომპანია "კახური ტრადიციული მეღვინეობის" ისტორია უკავშირდება XIX საუკუნუს 80-იან წლებში გურიის სოფელ ასკანაში მცხოვრებ, მეღვინეს ანთიმოზ ჩხაიძეს, რომელმაც იმ დროისათვის ერთ-ერთი საუკეთესო მარანი დააარსა, სადაც  უნიკალურ  ღვინოს "ჩხავერ"-ს ამზადებდა. მან ამ ღვინით სახელი გაითქვა არა მარტო საქართველოში არამედ ევროპის სახვადასხვა ქვეყნებშიც. უძველესი ქვევრი რომელიც მარნის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი 1880 წელით თარიღდება.
ძირძველ საგვარეულო ტრადიციებზე დაყრდნობით 2001 წელს დაარსდა კომპანია "კახური ტრადიციული მეღვინეობა", რომელიც 8000 წლოვანი ტრადიციების გამგრძელებელია. მისი ძირითადი მიმართულებაა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში გაშენებული უნიკალური ვაზის ჯიშებისგან მაღალი ხარისხის ღვინის, ბრენდისა და ტრადიციული ჭაჭის წარმოება.
გალერეა მედლები
სიახლეები
ახალი ქარხანა ქედაში
კომპანია "კახური ტრადიციული მეღვინეობის" კიდევ ერთი პროექტი აჭარის მაღალმთიან რეგიონში, კერძოდ ქედაში განხორციელდა.
ახალი ქარხანა ველისციხეში
ამა წლის 9 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში გაიხსნა კომპანია "კახური ტრადიციული მეღვინეობის" ახალი საწარმო.